logo
ENG


კალაძე: ხვალ მინდა დეტალურად ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში
კახა კალაძე
10 მაი, 2024 00:27
კალაძე: ხვალ მინდა დეტალურად ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში
  • 334ნახვები

დღეს თუ ვინმეს აწყობს ძალადობა, დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ გეგმით. ეს გეგმაა აკერმანის სახელმძღვანელო, რომელშიც პირდაპირ წერია, როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ. ხვალ მინდა გავაკეთო ფეისბუქზე ჩემი ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურად მინდა ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში და როგორი პარალელებია იმ აქციებთან დაკავშირებით, რომელსაც მშვიდობიან აქციებს უწოდებენ. ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ხალხის მსვლელობა იყო, რეჟისორი ლევან აბდუშელიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს, სადაც აბდუშელიშვილი შენი დილის წამყვანია.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედის ეთერში. მან გაიმეორა ქართული ოცნების პროპრგანდისტული ნარატივი, რომ მშვიდობიანი პროტესტები პიტერ აკერმანის წიგნის მიხედვით იგეგმება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა