logo
ENG


კალაძე: გვინდა უცხოური გავლენის შემცირება - ამერიკული, ევროპული, რუსული გავლენების
კახა კალაძე
10 მაი, 2024 00:42
კალაძე: გვინდა უცხოური გავლენის შემცირება - ამერიკული, ევროპული, რუსული გავლენების
  • 342ნახვები

არ გვინდა ეს რუსეთი, კაცო! გვინდა ეს ევროპული მომავალი, მაგრამ ღირსებით, თავაწეულები ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. გავამყაროთ სუვერენიტეტი. აღნიშნულ კანონზე პირდაპირ ვამბობთ, ხომ არ ვმალავთ. ვამბობთ, რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები. გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა, ევროპული გავლენა, რუსული გავლენა, კიდევ სხვა ქვეყნების გავლენები. არის რაღაც საკითხები, რაზეც გვიჭირს ასე საჯაროდ საუბარი.

 

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე პროპაგანდისტული იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა