logo
ENG


როთი: ყველა ჩემს ქართველ მეგობარს - არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით
მაიკლ როთი
10 მაი, 2024 18:40
როთი: ყველა ჩემს ქართველ მეგობარს - არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით
  • 322ნახვები

საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ. თუმცა, შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი", მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან! ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით.

წერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე.

როთი თბილისს 13-15 მაისს ეწვევა. მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა