logo
ENG


კალაძე: ვერ მოიყვანთ მაგალითს, რომ ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რაც რუსულ ინტერესებში შედის
კახა კალაძე
21 მაი, 2024 15:25
კალაძე: ვერ მოიყვანთ მაგალითს, რომ ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რაც რუსულ ინტერესებში შედის
  • 464ნახვები

გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, ესეც მიუღებელია. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ეს არის პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და დავინახავთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან არა მხოლოდ სიტყვებით და ჯერ არავინ არ იცის ეს ინიცირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა.

თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო.

[...] ბურთი არის მათ მხარეს. საქართველო, ჩვენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, თქვენ ვერ მოიყვანთ, ვერც თქვენ, ვერც თქვენი პატრონები ვერცერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს ან ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესებში შედიოდეს.

უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა