logo
ENG


სუბარი: აქციებზე აშშ-ს ძალადობის აღსაკვეთად თვეები დასჭირდა, ჩვენ - რამდენიმე საათი
სოზარ სუბარი
12 ივლ, 2021 09:50
სუბარი: აქციებზე აშშ-ს ძალადობის აღსაკვეთად თვეები დასჭირდა, ჩვენ - რამდენიმე საათი
  • 1620ნახვები

[5 ივლისს] რამდენიმე საათში მოხდა ლოკალიზება ამ ძალადობის, მაშინ, როცა ჩვენ გვახსოვს, რამდენი თვე გრძელდებოდა შეერთებულ შტატებში ძალადობების აქციები, რომელსაც სახელად ერქვა Black Lives Matter. 20-მდე ადამიანი მოკვდა ამ ძალადობების დროს, ასეულობით პოლიციის, მერიის, გუბერნატორების შენობები იქნა დარბეული და დანგრეული, აღარ ვლაპარაკობ, რამდენი მაღაზია დაიწვა და რამდენმა ადამიანმა თვალი დაკარგა, 10-მა მთლიანად დაკარგა მხედველობა, 30-მდე - ნაწილობრივ, უამრავი დაზიანებული, მაღაზიების ძარცვებზე აღარ ვლაპარაკობ. მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს დასჭირდა თვეები, რომ ეს ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ მართლა შეძლო, რომ რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ლოკალიზება ამ ძალადობის.

ამბობს ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი იმედის ეთერში 5 ივლისზე საუბრისას. ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე, პოლიციის უმოქმედობის ფონზე, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც გუშინ, 11 ივლისს გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა