logo
ENG


გალერი: არამარტო ელჩებს, პრეზიდენტმაც [სალომე ზურაბიშვილმა] გვითხრა, რომ მასაც უსმენენ
მაიკლ გალერი
13 ოქტ, 2021 13:57
გალერი: არამარტო ელჩებს, პრეზიდენტმაც [სალომე ზურაბიშვილმა] გვითხრა, რომ მასაც უსმენენ
  • 1203ნახვები

ეს ძალიან შემაშფოთებელია. არამარტო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩს, არამედ, პრეზიდენტმაც გვითხრა რომ მასაც უსმენენ. მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს ვინ გასცა ბრძანება იმის რაც უკანონოა. 

ეს აჩვენებს, რომ არიან სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო ის, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა. არ ვაპირებ სპეკულაციას. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან. თუ შემთხვევით, ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ეს ასევე აღმაშფოთებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს

ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილების შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. [ამერიკის ხმის თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა