logo
ENG


სუბარი სააკაშვილზე: აღარც აღსარება და ვერც სინანული ვერ უშველის, მართლმსაჯულება აღსრულდება
სოზარ სუბარი
08 ნოე, 2021 17:02
სუბარი სააკაშვილზე: აღარც აღსარება და ვერც სინანული ვერ უშველის, მართლმსაჯულება აღსრულდება
  • 1173ნახვები

კარგია, რომ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე, მას არჩეული ჰქონდა შიმშილობის ის ფორმა, რომელიც საფრთხეს არ უქმნიდა არც მის სიცოცხლეს არც მის ჯანმრთელობას. ეს კარგია, რომ გავიგეთ. ის ტყუილი გაქარწყლდა, თითქოს აი ყოველდღიურად მძიმდებოდა. შიმშილობის მესამე დღეს დავიწყეთ განცხადებების მოსმენა, რომ აი უკვე ბოლო საათებია, ბოლო წუთებია, აი ახლა წავა იმ ქვეყნად, რაღაც საშინელება მოხდება. მაგრამ გავიდა უკვე თითქმის 40 დღე, აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი ჯანმრთელად არის, იმიტომ რომ იღებდა საკვებ დანამატებს. აღარც აღსარება და ვერც სინანული ვერ უშველის, ვერ ჩაანაცვლებს მართლმსაჯულების აღსრულებას. მართლმსაჯულება აღსრულდება, ეს არის სახელმწიფოს საქმე. მიტევება, ზიარება ეს არის ეკლესიის საქმე. 

 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა