logo
ENG


კელი: შემაშფოთებელია, დეგნანს სიყალბეს აბრალებენ - აშშ არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში
იან კელი
11 ივლ, 2022 23:56
კელი: შემაშფოთებელია, დეგნანს სიყალბეს აბრალებენ - აშშ არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში
  • 984ნახვები

ძალიან შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა - მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს ისეთ რაღაცას, რაც არის სიყალბე. აშშ არც ერთი ფორმით არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უკრაინის ომში. ეს გახლავთ მარტივად - სიყალბე. მე სრულიად ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარ ელჩ დეგნანს მხარს და ვცდილობ უარვყო, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც მსგავსი განზრახვა.

განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. 

მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილით  მიმართა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

წერილზე პასუხად აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დეპუტატის წერილი იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო.



ასევე ნახეთ
close დახურვა