logo
ENG


ლექსმანი: არის იურიდიული საფუძველი, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს მისი ჯანმრთელობის გამო
  • 304ნახვები

დავიწყებ საქართველოს ევროპული მომავლით - ჩვენ ვიცით, რომ ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი და ჩვენ გვინდოდა დახმარება აღმოგვეჩინა საქართველოსთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ორი პირობა გულისხმობს, თავისუფალ სასამართლო სისტემას და ბრძოლას პოლარიზაციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე და მისი გათავისუფლება სამართლებრივ საფუძველზე ამ ორივე საკითხს უკავშირდება. არსებობს იურიდიული საფუძველი, 283-ე მუხლში, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე და ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ მუხლს, ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების გადასაწყვეტია, რომ ეს საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განიხილოს და სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული

 

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის, ქრისტიან-დემოკრატების წევრმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა