logo
ENG


გრეგოროვა: როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც სურს რუსეთთან დაახლოება
  • 656ნახვები

ვთვლი, რომ ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი დრო საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მოხდეს დემონსტრირება იმისა, თუ რა მიმართულება სურთ. იქნება ეს უფრო პრორუსული თუ უფრო მეტად პროევროპული. მე სურვილი მაქვს, ეს იყოს უფრო პროევროპული, მაგრამ უცხოელი აგენტების კანონით ჩვენ ვიხილეთ, რომ არსებობს ხალხი, რომელთაც სურთ რუსული მიმართულებით მოძრაობა. მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც სურს რუსეთთან დაახლოება, როდესაც რუსეთი ოკუპაციას ახდენს საქართველოს ტერიტორიებისა. ეს გახლავთ უწყვეტი პრობლემა და იმედი მაქვს, რომ პროევროპული გზა და პოზიცია გაიმარჯვებს საქართველოში.

განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა