logo
ENG


კოლომინა: დარჩიაშვილმა დაგვარწმუნა, რომ აგენტების კანონის მიღებაზე განზრახვა დასამარებულია
  • 533ნახვები

ჩვენთვის შემაშფოთებელია კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. მასზე ჩვენ გვქონდა მკაფიო რეაგირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თქვენი ქვეყნის მხრიდან ცუდი ნაბიჯი იყო, რომელიც თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ხელს არ შეუწყობდა. თუმცა პარლამენტმა ხელისუფლების მხარდაჭერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გაიწვია კანონპროექტი. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრმა [ილია დარჩიაშვილმა] დაგვარწმუნა რომ ეს განზრახვა არის დასამარებული. ჩვენ ვურჩიეთ, საგარეო საქმეთა მინისტრს, გაგრძელდეს რეფორმები რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირმა და NATO-მ გასცეს.

 

აცხადებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ფორმულასთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა