logo
ENG


კელი რუსულ კანონზე: არ მიიღეს, მაგრამ ჯერაც შეშფოთებული ვართ მთავრობის მიმართულებით
იან კელი
03 აპრ, 2023 21:22
კელი რუსულ კანონზე: არ მიიღეს, მაგრამ ჯერაც შეშფოთებული ვართ მთავრობის მიმართულებით
  • 483ნახვები

ჩემი ბევრი ქართველი მეგობარიც შეშფოთებულია მიმართულების იმ ტრაექტორიით, რითაც მიდის საქართველო, როცა საქმე ეხება მის ურთიერთობას აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და არსებობდა შიში, რომ მთავრობა გადაუხვევდა დასავლური ინტეგრაციის გზასაც, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ქმედება მთავრობის მხრიდან იყო სწორედ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება. ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა დემოკრატიულ სტანდარტებთან და ბევრი დასავლელი ლიდერი აღნიშნავდა ამას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მათ გამოითხოვეს ეს კანონი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დემოკრატიული ძალების დემონიზება საქართველოში კვლავ მიმდინარეობს, რაც გამოიხატება წერტილოვან თავდასხმებზე. კარგია, რომ კანონი არ იქნა მიღებული, მაგრამ ჩვენ ჯერაც ძალიან შეშფოთებული ვართ მთავრობის ამჟამინდელი მიმართულებით.

თქვა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა