logo
ENG


კოლომინა: გვაშფოთებს დეზინფორმაცია, არ გვჯერა, რომ საქართველოში II ფრონტის რისკი არსებობს
  • 389ნახვები

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე გვაშფოთებდა შესაძლებლობა, რომ ეს მოახდენდა გავლენას ზოგ ქვეყანაზე, რომელიც ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მოწყვლადია რუსეთის შეჭრასთან მიმართებით. ამიტომ გამოვყავით საქართველოს, ბოსნია ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთან დახმარების ახალი პაკეტი. ძირითადად ჩვენს შეშფოთებას იწვევს დეზინფორმაცია, ჰიბრიდული კამპანიები. ვხედავთ, რომ ეს ხდება საქართველოში და ეს შემაშფოთებელია. ჩვენ არ გვჯერა, რომ არსებობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის რისკი. ვფიქრობ, იმ გადაწყვეტილების გამო, რასაც უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ვიღებთ და უკრაინელების სიმამაცის გამო ბრძოლის ველზე, ახლა ეს რისკი ნაკლებია, ვიდრე ომის დასაწყისში. ჩვენ უფრო ვხედავთ ჰიბრიდული გზებით ჩარევის საფრთხეს. ვაგრძელებთ ერთად მუშაობას დეზინფორმაციის და რუსეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ.

განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ხავიერ კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა