logo
ENG


გახარია: მოვუწოდებ მთავრობას, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან - საფრთხე რეალურია
  • 830ნახვები

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო.

აცხადებს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია - ასე ეხმაურება ის რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. გუშინ ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და თქვა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა