logo
ENG


დეგნანი საკრუიზო გემზე: არავის უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი გემის შემოსვლას არ მიესალმა
კელი დეგნანი
28 ივლ, 2023 14:50
დეგნანი საკრუიზო გემზე: არავის უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი გემის შემოსვლას არ მიესალმა
  • 780ნახვები

ეს იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია რუსი ტურისტების გემზე. ჩემი აზრით, მათ ნათლად თქვეს ბათუმში და სხვაგანაც, რომ არ მიესალმებიან ამას. ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია. ვისაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორია, ვინც ყოფს ოჯახებს, ვინც აკავებს შენს მოქალაქეებს - არავის არ უნდა გაუკვირდეს და არ უნდა ელოდოს, რომ ბევრი ქართველი ამ გემის შემოსვლას არ მიესალმა.

 

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

22 ივლისს საკრუიზო გემი Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში გუშინ, 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა. გემზე, მათ შორის, რუსი ტურისტებიც იმყოფებოდნენ, ნაწილმა მედიასთან კომენტარში თქვა, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.

მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი საღმოს 9 საათისთვის დატოვა.

ლაინერი მომდევნო დაგეგმილ კრუიზზე ბათუმის პორტში 31 ივლისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე შემოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა