logo
ENG


ჯაფარიძე: სამაშველო სამუშაოები არც ჩაუტარებიათ, რაც გააკეთეს, გადარჩენილები გამოიყვანეს
  • 911ნახვები

დღეს რას ლაპარაკობენ [ქართული ოცნება] ? ნარატივში აქვთ გარღვევა, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდაო. რეალურად ამბობენ, რომ სამაშველო სამუშაოებს აზრი არ ჰქონდაო. სამაშველო სამუშაოები არც ჩაუტარებიათ. ამათმა რაც გააკეთეს ეგ იყო ევაკუაცია, გამოყვანა მოახდინეს უკვე გადარჩენილების. სამაშველო ოპერაცია არ ჩატარებულა და ახლა მიდის ძიება გარდაცვლილების. ესენი ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციას აზრი არ ჰქონდა, არც ვერტმფრენს, არც ღამის ხედვას და არაფერს იმიტომ, რომ ვერაფერს ვიზამდითო. ამ დროს არსებობენ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც საათობით ებრძოდნენ ამ სტიქიას და გადარჩნენ. გამოვიდნენ და ამ ხალხს ეუბნებიან, თქვენ ხართ მატყუარები, თქვენ არ გქონიათ ეს რამდენიმე საათიანი ბრძოლა სტიქიასთანო.

ამას რატომ აკეთებენ? იმიტომ, რომ თავი გადაირჩინონ. მათთვის ადამიანის ღირებულებას არანაირი ფასი არ აქვს. ერთადერთი ღირებულება არის ის, რომ გადარჩნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეგ არის რუსეთი. მთელი ამ დღეების განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ეგ არის რუსეთი - საზიზღარი, ნაბი*ვარი, ბოროტი სისტემა, რაც არის რუსეთი და რაც არ გვინდა.

თქვა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გადაცემაში სანაია.



ასევე ნახეთ
close დახურვა