logo
ENG

ქვიზი ჩემპიონთა ლიგაზე

23 თებ, 2022 19:59
ქვიზი ჩემპიონთა ლიგაზე
2387

ჩემპიონთა ლიგას ყურადღებით ადევნებ თვალს?

სამშაბათი და ოთხშაბათი ფეხბურთის მოყვარულთათვის განსაკუთრებული დღეებია. სწორედ შუა კვირაში იმართება ჩემპიონთა ლიგა — ტურნირი, რომელიც ემოციების ატრაქციონზე გვეპატიჟება და იქიდან დაუვიწყარი მოგონებებით გვიშვებს.

გთავაზობთ, მადრიდის ატლეტიკოსა და მანჩესტერ იუნაიტედის, დიეგო სიმეონესა და კრიშტიანუ რონალდუს ეპიკური დაპირისპირების წინ დრო საინტერესო ქვიზით გავიყვანოთ, რომლის მთავარი თემაც, რა თქმა უნდა, ევროპული ფეხბურთის მარგალიტი, მისი უდიდებულესობა, ჩემპიონთა ლიგა იქნება!

ყურადღებით ადევნებ თვალს? მოდი, გადავამოწმოთ!

1/9
ვინ გახდა 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი?
2/9
თუ გახსოვთ, ვინ გაიტანა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველი გოლი?
3/9
ჩემპიონთა ლიგა მუდამ გვთავაზობდა სხვადასხვა ნიშნით დასამახსოვრებელ თამაშებს. წელს სევილიასა და ზალცბურგს შორის გამართული პირველი შეხვედრა პენალტების უპრეცედენტო რაოდენობით დაგვამახსოვრდა. რამდენი 11-მეტრიანი დანიშნა იმ თამაშში მსაჯმა?
4/9
კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდის ატლეტიკოს დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული სტატუსისაა. გახსოვთ რამდენი გოლი აქვს „როხიბლანკოს” კარში კრიშტიანუს გატანილი?
5/9
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ქარიმ ბენზემას რეალისთვის საიუბილეო გოლი გაიტანა — მერამდენე ევროპული გოლი იყო ეს რეალისთვის?
6/9
ბარსელონასთან გატანილი გოლით ტომას მიულერი გახდა პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა:
7/9
ზენიტისა და ჩელსის შეხვედრის დროს, ვინ გაიტანა ჩელსის ევროპულ ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი?
8/9
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ პეტერბურგშია ჩანიშნული. გაიხსნეთ, კიდევ რომელი ფინალი გაიმართა რუსეთში?
9/9
წლევანდელი ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ ერთბაშად სამმა გუნდმა განვლო. ბაიერნთან და ლივერპულთან ერთად რომელი იყო მესამე ასეთი გუნდი?
close დახურვა