logo
ENG

08 მაისი, 2024 | 20:23
"კი ევროპას და არა რუსულ კანონს" - 11 მაისს თბილისში მასშტაბური მარში გაიმართება

ყველა საპროტესტო ნაკადი 11 მაისს თბილისში მოიყრის თავს. დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია იგეგმება. უკვე ცნობილია რამდენიმე ადგილი, სადაც შაბათს მოქალაქეები შეიკრიბებიან - რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, 300 არაგველი, ექსპო-ჯორჯია. შეკრების ადგილების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც გეგმავენ თავყრილობას. საბოლოოდ ყველა ნაკადი ევროპის მოედნისკენ დაიძვრება და ერთმანეთს შეუერთდება.  პროტესტის მასშტაბი დღითი დღე იზრდება.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა