logo
ENG

20 აპრილი, 2024 | 20:19
არა რუსულ კანონს - შაბათის ფორმულა

ბოლო რამდენიმე დღეა, მთელი ქვეყანა, უპრეცედენტო და ყველაზე გულწრფელი პროტესტის მომსწრეა. არასდროს, ამ დრომდე ანონსის, წინასწარი ორგანიზების და მომზადების გარეშე საპროტესტო აქციაზე ამდენი ხალხი არ შეკრებილა. ეს შეძლეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც არც კერპები ჰყავთ და არც ლიდერი სჭირდებათ - ყველა მათგანი ლიდერია - ძალიან მიზანმიმართულად, მყარად, პრინციპულად, ყოველ საღამოს კეტავენ მთავარ გამზირს, რომ დაიცვან შარშანდელი გამარჯვება და არ დაუშვან საფრთხე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების და ოლიგარქის 83 მორჩილი დეპუტატის შესრულებით, ძალიან რეალურია. ჯენზიმ, რომელმაც გასული მარტიდან დღემდე მთელ საქართველოს დაგვანახა, გამძლეობის, გაუტეხელობის და თავისუფლებისკენ სწრაფვის წარმოუდგენელი ძალა - ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეუბნება რომ უკან სვლა გამორიცხულია.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა