logo
ENG



ვაშინგტონ ტაიმსში გიორგი გახარიას სტატია გამოქვეყნდა

25 თებ 202012:14
3 წუთის საკითხავი
clock 576

ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან "ქართული ოცნების" თანამშრომლობის პირველი შედეგი - ვაშინგტონ ტაიმსში გიორგი გახარიას სტატია გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრი წერს, რომ საქართველო ნატო-ში წევრობას იმსახურებს. სატატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ალიანსში და სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ ქვეყნის მოთხოვნას უპასუხოს. მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერაზე და წერს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატოს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. სარედაქციო წერილში პრემიერ მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ  ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

 

 


close დახურვა