logo
ENG



კალაძე ანას ბაღზე: ვერავინ გაბედავს სკვერებში განახორციელონ მშენებლობა

24 თებ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ანას ბაღთან“ დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება.

„ანას ბაღთან“ დაკავშირებით თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზგადოებას მოატყუებენ, ეს არ გამოუვათ. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია და ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას. „ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა გააჩნია. ვერავინ გაბედავს სკვერებში განახორციელონ მშენებლობა. ერთადერთი, რასაც გავაკეთებთ (ანას ბაღზე) და მალე დავიწყებთ, ეს იქნება ტერიტორიის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კალაძემ.

ამ წუთებში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ გაშენებულ სკვერს ანგრევენ. ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

ვარკეთილში, ანას ბაღის მომიჯნავედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს. ადგილზე 150 ძირი ხე დაირგო, ასევე დამონტაჟდა სკამები და ატრაქციონები. სამუშაოები 300-მა  მოხალისემ ერთი ღამის განმავლობაში შეასრულა. ნატა ფერაძის თქმით, ეს ყველაფერი მათ 3000 ლარი დაუჯდათ. შეგახსენებთ, რომ ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.



close დახურვა