logo
ENG


ნოდია Edison-ზე: ხალხს სწამს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია
გია ნოდია
29 დეკ, 2023 21:51
ნოდია Edison-ზე: ხალხს სწამს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია
  • 601ნახვები

ის განწყობა, რომ არჩევნებით ხელისუფლება ვერ შეიცვლება, არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პოლიტიკურად აქტიურ ფეისბუქ სეგმენტში, მაგრამ ეს არ არის ხალხის განწყობა. ესეც მნიშვნელოვანია. ნიჰილიზმი არ არის ისე მაღალი, როგორც სოციალურ ქსელების აქტიურ მომხმარებლებში ჩანს. ასეთი შეკითხვა კონკრეტულად არ ყოფილა, შესაძლებელია თუ არა არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამ მონაცემებით ჩანს, რომ ხალხს ამის სწამს.

ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია Edison Edison Research-ის მიერ ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ კვლევას. 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2024 წლის არჩევნები ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც კი საქართველოს ჰქონია. ამ დებულებას ნაწილობრივ ეთანხმება 26%.



ასევე ნახეთ
close დახურვა