logo
ENG



2:0 - საქართველომ ლუქსემბურგი დაამარცხა

21 მარ 202423:00
3 წუთის საკითხავი
clock 958
2024/03/21/i7odl3i3szy82lg.jpg

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია. 

თამაშის ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. თამაშის ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა, მეორე ტაიმში კი ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა პოზიციები გაიმტკიცა.

დღეს, 21 მარტს თბილისის დინამოს ეროვნული სტადიონი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრას მასპინძლობდა. 

ფინალურ ეტაპზე ეროვნული ნაკრები საბერძნეთი-ყაზახეთის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

მატჩი 26 მარტს თბილისში გაიმართება. 


close დახურვა