logo
ENG



რუსეთის ელჩმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებაზე უარი თქვა

26 მარ 202408:55
3 წუთის საკითხავი
clock 379
2024/03/26/nvqmbl5evr02pji.jpg

რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ის სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

სამხედროების ინფორმაციით, 24 მარტის ღამეს რაკეტა პოლონეთის ცაში 39 წამის განმავლობაში იყო, რის შემდეგაც სივრცე დაატოვა.

თუმცა, ანდრეევი საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოჩენილა, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პაველ ვრონსკიმ.

"მივიჩნიე, რომ ამ თემაზე საუბარს მტკიცებულებების წარდგენის გარეშე აზრი არ აქვს, ამიტომაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტზე უარი თქვა", - უთხრა ანდრეევმა რუსულ გამოცემა Ria-ს.

ვრონსკის თქმით, პოლონურ მხარეს "აინტერესებს" შეუძლია თუ არა რუსეთის ელჩს სათანადოდ წარმოადგინოს რუსული ინტერესები. მან დასძინა, რომ დიპლომატიური ნოტა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "სხვაგვარად" გადაეცემა.


close დახურვა