logo
ENG



შოლცი: ირანის თავდასხმა გაუმართლებელია, გერმანია ისრაელის გვერდითაა

14 აპრ 202413:59
3 წუთის საკითხავი
clock 356
2024/04/14/24xlmbix93jcbwh.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ირანის თავდასხმა ისრაელზე გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა.

ამასთან, შოლცი სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანია ისრაელის გვერდით დგას.

"ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა, რომელიც ირანმა გუშინ განახორციელა, გაუმართლებელი და უაღრესად უპასუხისმგებლოა. ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ", - წერს შოლცი. 

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო


close დახურვა