logo
ENG



დღეს კრემლში პუტინის მეხუთე ინაუგურაცია გაიმართება

07 მაი 202410:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/bn3e92guq31fs95.jpg

დღეს, 7 მაისს კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. 71 წლის პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს. 

ღონისძიებაზე მოსაწვევები მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. 

ცესკოს ინფორმაციით, პუტინმა ხმების 87 პროცენტი "მოიპოვა" და თანამდებობას კიდევ 6 წლით დაიკავებს. ამავე დროს, რუსულმა ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატებად არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ დაარეგისტრირა.

დასავლურ ქვეყნებში აცხადებენ, რომ რუსეთი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

2018 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც პუტინმა ევროპელი ლიდერებისგან მილოცვები მიიღო, წლევანდელ არჩევნებმა დასავლელი ლიდერების წერილების გარეშე ჩაიარა. ამავე დროს, მას ულოცავენ ჩინეთის, ბელარუსი, ნიკარაგუისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები.

 

close დახურვა