logo
ENG



"შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯება" - პუტინი ქართველ ხალხს "გამარჯვების" დღეს ულოცავს

08 მაი 202416:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/pgqqe42jippbt71.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უცხო ქვეყნის სახელმწიფოების ლიდერებს - ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.

მილოცვები "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით" დე ფაქტო რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებსაც გაეგზავნათ. ამის შესახებ ინფორმაცია პუტინის ვებგვერდზე ვრცელდება. 

მისალოცთა სიაში უკრაინა არ არის. 

"მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი საერთო საერთო ისტორიის დამახინჯება ან დავიწყების მცდელობა. რა თქმა უნდა, გულისყურით შეინარჩუნოთ და გადასცეთ შემდეგ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს დაეხმარნენ სამხედრო განსაცდელის დაძლევასა და ნაციზმის განადგურებაში", - თქვა პუტინმა. 

გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა "გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობის კავშირები ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარების საიმედო საფუძვლად დარჩება". 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 9 მაისს აღინიშნება. ამ დღეს კი 8 მაისს აღნიშნავენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და ა.შ.

 

close დახურვა