logo
ENG



2022 წელს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას ITB BERLIN უმასპინძლებს

17 თებ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 494

 

2022 წელს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას ITB BERLIN უმასპინძლებს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გამოფენა-ბაზრობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, გამარჯვება საქართველოს მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის საშუალებას მისცემს.

„საქართველომ გაიმარჯვა და ჩვენ გავხდით მასპინძელი ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბერლინში.  ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს საქართველო წარსდგება აღნიშნულ გამოფენაზე განსაკუთრებული პოზიციებით. როგორც გამარჯვებულებს გვეკუთვნის 37 000 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგული დაფარვა. ასევე ჩვენ გვექნება  პირდაპირი წვდომა ერთ მილიარდიან აუდიტორიაზე და ეს იქნება უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობა ჩვენი კერძო სექტორისთვის“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

 


close დახურვა