logo
ENG



თავისუფლება გავრილოვის პატიმრებს - სირცხვილიამ სასამართლოსთან აქცია გამართა

25 თებ 202011:24
3 წუთის საკითხავი
clock 1365

„თავისუფლება გავრილოვის პატიმრებს“ - ამ ლოზუნგით მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ამ ფორმით სოლიდარობა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით სასამართლოში მიმდინარე დავები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისა და სასამართლოს გამოყენებით ცდილობს გაუსწორდეს იმ ადამიანებს, რომელიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ ან არიან პოლიტიკური ოპონენტები.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის და მასთან ერთად დაკავებული პირების, ასევე გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება. გიორგი რურუას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, რურუა სისტემის მსხვერპლია და ამას საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა პოლიციამ 18 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა