logo
ENG



ხოშტარია თალაკვაძის მოხსენებაზე: პარლამენტში ხელოვნური რეალობაა შექმნილი

18 თებ 202013:43
3 წუთის საკითხავი
clock 1507

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ყოველწლიურ მოხსენებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარბაზში არსებული რეალობის სიმბოლოა საბჭოთა კავშირის ჰიმნი.

ხოშტარიას თქმით, ქვეყნის სირცხვილია, როდესაც ამ წუთებში თალაკვაძის მოხსენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

„ის, რაც ხდება პარლამენტში, რაც ვნახეთ გუშინ, შეშინებული შოთაძის გადამალვა, მისთვის კომფორტის შექმნა და არც მოყვანა. ადამიანები, ვინც ამ ცარიელ დარბაზს უყურებდნენ, დამონებული ადამიანები და ამას ასწრებენ დიპლომატიურ კორპუსს, რაც არის ქვეყნის სირცხვილი. დემოკრატია არ გამოიუყურება ასე, დემოკრატია გამოიყურება კამათში, ბევრ მწვავე კრიტიკაში. ნახევრად ცარიელ დარბაზში ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოდის და ასე საუბრობს.

"ერთადერთი, რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის, ესაა საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი. ოღონდ ესაა ხელოვნური რეალობა, რომლის შექმნაც უნდათ. ქვეყანაში სხვა რეალობაა. ადამიანები ითხოვენ, რომ ხალხი წყვეტდეს ვინ იყოს აქ და არა ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვის ექნებათ ეს დისკომფორტი, როდესაც ეცდებიან ასე ჩაიკეტონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამ წუთებში პარლამენტში არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ თალაკვაძის გამოსვლისას ოპოზიციის წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.


close დახურვა