logo
ENG


ვაშაძე რეზოლუციაზე: მძიმე სიტუაციაა - პარტნიორები ხედავენ, ივანიშვილმა გადაუხვია EU-ის გზას
  • 165ნახვები

სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ, რომ ივანიშვილმა სრულად გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის გზას. ამ რეზოლუციაში არ არის მხოლოდ შეშფოთებაზე საუბარი. აქ არის პირდაპირ დავალებებზე საუბარი აღმასრულებელი ორგანოებისთვის - ამ კანონის თავსებადობა უვიზო მიმოსვლასთან, სანქციების საკითხო და სხვა ბევრი. რაც მთავარია, ამ კანონის პირობებში შეჩერდეს საქართველოსთან EU-ში ინტეგრაციაზე საუბარი. კატასტროფული ვითარებაა, რაც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ მოქალაქეს.

 

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სანამ რუსული კანონი დღის წესრიგშია, უნდა გაიყინოს EU-სთან მოლაპარაკებები, შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა და დასანქცირდეს ივანიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა