logo
ENG


გვარამია: ხალხი იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ქართული ოცნებაა, მათი არჩევანია ევროპა
  • 205ნახვები

ქართული ოცნება შვრება ყველაფერს, რომ ჩვენ გამოვჩნდეთ ბანძები. აი, ბიძინა ივანიშვილის ფორმულა საქართველო პატარა სოფელია - ქართული ოცნება მიჰყვება გეგმაზომიერად იმას, რომ საქართველო გახდეს პატარა სოფელი და ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის არაადეკვატური შეფასება კი არ იყოს, არამედ რეალობა გახდეს ეს შეფასება. საქართველო არ არის პატარა სოფელი, საქართველო არის ძალიან დიდი ისტორიის, მათ შორის ქრისტიანული ისტორიის, მათ შორის ევროპული ფასეულობების ისტორიის.

ხალხი იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ქართული ოცნებაა და მათი არჩევანია ევროპა. ეს ამ თაობის არჩევანი არ არის, არც ჩვენი ახალგაზრდების არჩევანი არ არის მხოლოდ, არც ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არ არის და არც ილია ჭავჭავაძის. ეს არის ამ ქვეყნის ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის არჩევანი. არ გადაუხვევია ამ ქვეყანას დასავლური ქრისტიანული კულტურისკენ და ამ მთავარი ოჯახისკენ სწრაფვისგან არასდროს.

განაცხადა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფორმულასთან საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა