logo
ENG


არახამია: ეს კვირა შეიძლება რთული იყოს, რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ტერაქტებს გეგმავენ
  • 618ნახვები

მომდევნო კვირა შეიძლება ძალიან რთული იყოს. რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ. საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. ბევრი ტრენინგი ჩატარდა, შემუშავებულია ენერგეტიკის მუშაკების კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამოქმედო გეგმები, ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს. ვემზადებით. სამხედროები ემზადებიან. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მეტი იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახებზე. შეინახეთ წყალი, ხანგრძლივი ვადიანობის საკვები, დამუხტეთ ტელეფონები და ე.წ. ფაუერბანკები, გაარკვიეთ, სად არის უახლოესი "უძლეველობის წერტილი". ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით, გავიმარჯვებთ და ვაიძულებთ რუსეთს ყველაფრის ფასის გადახდას

 

წერს უკრაინის მმართელი პარტიის, ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა