logo
ENG



ზალკალიანი: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

15 თებ 202014:11
3 წუთის საკითხავი
clock 627

 

მიუნხენის კონფერენციაზე დახურულ კარს მიღმა გაიმართა პანელი, სადაც საუბრის თემა იყო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. მისი თქმით, საუბრის მოდერატორი იყო ბენ ჰოჯესი. სწორედ ჰოჯესმა განუცხადა „ფორმულას“, რომ ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში, შავ ზღვაზე სიტუაცია შეიცვლებოდა უსაფრთხოების კუთხით, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდებოდა. 

ზალკალიანის თქმით, მან საუბრისას გააჟღერა საქართველოს მხარის პოზიცია, რომ ანაკლიის პროექტი მაინც აშენდება.

„ის გახლდათ მოდერატორი და ჩემთვის არაფერი უთქვამს. შეიძლება, თქვენ გითხრათ, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს. პირიქით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკი სტრატეგიის კომიტეტის დოკუმენტში გაწერილი, რომ ეს პროექტი აუცილებლად შესრულდება. იყო არა მხოლოდ ანაკლიის პორტზე საუბარი, არამედ იმ დიდ ფინანსურ ინვესტიციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ოპეკმა“ ფოთის პორტთან მიმართებით განახორციელა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს - განცხადება ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ცქიტიშვილმა კონსორციუმის მიერ არებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

 

ამავდროულად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში და კომპანიას სხვა გზა არ რჩება, გარდა საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილისა.

 

 


 


close დახურვა