logo
ENG



თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იტალიიდან სამშობლოში დაბრუნდა

17 თებ 202020:18
3 წუთის საკითხავი
clock 261

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იტალიიდან სამშობლოში 4 მედლით დაბრუნდა. ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა, ვერცხლი ბექა ლომთაძემ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ელიზბარ ოდიკაძემ და ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვეს.

რომში გამართულ კონტინენტის პირველობაზე გენო პეტრიაშვილმა ევროპის საუკეთესო მოჭიდავის ტიტული სპორტული კარიერის მანძილზე მეორედ მოიპოვა.

ქართველ ფალავნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და სპორტის გულშემატკივრები დახვდნენ.


close დახურვა