logo
ENG



მესხიშვილი: გრინვეი საქართველო სარგებლობს პრივილეგიით

21 თებ 202013:05
3 წუთის საკითხავი
clock 975

ტექნიკური პერიოდული ინსპექტირების რეფორმა შესაძლოა ჩავარდეს. ინსპექტირების ჩავარდნის მთავარი მიზეზი კი კომპანია „გრინვეი საქართველოსა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული გასაიდუმლოებილი ხელშეკრულებაა, რომელიც კომპანიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. 

„გრინვეი“ სახელმწიფოსფან იღებს მებართვას ისეთ საქმიანობაზე, რომლებზეც სხვა კომპანიებს უარი ეთქვათ. საქართველოს ტრანპორტისა და გზების ასოცოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ გასაჯაროვდეს ეკონომიკისი სამინისტროსა და გრინვეის შორის გაფორმებული ხელშეკურლება.

„მდგომარეობა არასახარბიელოა. უფრო რეალურად თუ შევაფასებთ, არის მძიმე, რადგან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დგას ჩავარდნის საფრთხის წინაშე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ბიზენში არის უთანასწორობა. მეორეს მხრივ, ამ დარღვევებს ხედავს ყველა და რეაგირება არ ახლავს. საბოლოოდ, ზარალდება და ზიანდება ავტომფლობელი იმიტომ, რომ ის იღებს არასწორ სერვისს. ბოლოს რომ ვთქვა, ფიქტიურ პროცესად გადაიქცევა თუ არ მოახდინა ეკონომიკის სამინისტრომ რეაგირება. პირველ რიგში, გამოვყოფდი იმას, რომ კომპანია „გრინვეი საქართველო“ სარგებლობს პრივილეგიით და ქმედებები ეკონომიკის სამინისტროს მიერაა წახალისებული“, - განაცხადა მესხიშვილმა.

 


close დახურვა