logo
ENG



ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

19 თებ 202009:08
3 წუთის საკითხავი
clock 465

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა კი 75 ათასს მიაღწია. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო.

ეპიდემიის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაშიც. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა, დაღუპულია 5 ადამიანი. რაც შეეხება იაპონიას, თოთხმეტ-დღიანი კარანტინის შემდეგ საკრუიზო გემზე დაყოვნებულ მგზავრებს ხომალდის დატოვების ნებართვა მისცეს. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა.


close დახურვა