logo
ENG



ხორვატიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ზაგრებში გაიმართა

19 თებ 202011:48
3 წუთის საკითხავი
clock 550

ხორვატიის ახალი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი  მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ინაუგურაცია ზაგრებში გაიმართა.  

სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თანამდებობაზე კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი შეცვალა.  

საინაუგურაციო გამოსვლისას მილანოვიჩმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობისას განსაკუთრებული ყურადღება  განათლების ხარისხს და კულტურის განვითარებას მიექცევა. 


close დახურვა