logo
ENG



მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

22 მარ 202422:43
3 წუთის საკითხავი
clock 972
2024/03/22/h00f55kvqfvyll7.jpg

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში დაღუპულთა რიცხვი 40-მზე გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

ცოტა ხნის წინ, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში ავტომატიდან ცეცხლი, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ Ria Novosti-მ გაავრცელა.


close დახურვა