logo
ENG



უკრაინის გენშტაბის თქმით, ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დაარტყეს

24 მარ 202414:42
3 წუთის საკითხავი
clock 603
2024/03/24/ohdryomsrcq1w2z.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დაარტყეს.  

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დიდ სადესანტო გემებზე Yamal-სა და Azov-ზე მიიტანეს იერიში.  

ამასთან, უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრსა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. 

გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო ქერჩის ხიდი გადაკეტილი იყო.


close დახურვა