logo
ENG



უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი დოლარი მიიღო

26 მარ 202419:01
3 წუთის საკითხავი
clock 249
2024/03/26/flocob81ild4az9.jpg

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.

"უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მესამე ტრანში - 800 მილიონი დოლარი მიიღო.

ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას", - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

მანამდე, 27 თებერვალს, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.  მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით - 536 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა.


close დახურვა