logo
ENG



ALL STAR-ი ლებრონის გუნდმა მოიგო

17 თებ 202011:48
3 წუთის საკითხავი
clock 457
4jqbfqzzg0njekh.jpg

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 69-ე ALL STAR-ი გაიმართა. ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსის (დასავლეთ კონფერენცია) და იანის ანტეტენკუმპოს (აღმოსავლეთ კონფერენცია) დაუპირისპირდნენ. მატჩი ლებრონის გუნდის გამარჯვებით 157-155 დასრულდა. 

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის, MVP-ის ჯილდო კი ლოს-ანჯელეს "კლიპერსის“ კალათბურთელმა კავაი ლეონარდმა მიიღო. 30 ქულა და 7 მოხსნა - ეს იყო მატჩში კავაის მონაგარი. აღსანიშნავია, რომ MVP-ის ტიტული, წლევანდელი ყველა ვარსკვლავის თამაშიდან მოყოლებული, ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაინტის სახელობის იქნება. 

 


close დახურვა