logo
ENG


პაპუაშვილი: რამდენიმე ევროპარლამენტარს პირადი ვენდეტა აქვს ქართველების მიმართ
  • 145ნახვები

რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, აქ არაფერი სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა აქვთ ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ, რაღაცნაირად, ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, გამოიყენონ იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ხალხს. სამწუხაროა ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებული არის იარაღად, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი დეპუტატის მხრიდან და ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს, ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალებში.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.

ვროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, სანამ რუსული კანონი დღის წესრიგშია, უნდა გაიყინოს EU-სთან მოლაპარაკებები, შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა და დასანქცირდეს ივანიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა