logo
ENG


ჯინჯოლავა რუსულ კანონზე: ხელისუფლებას პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს
  • 356ნახვები

მხოლოდ ჩემს ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის შინაურებს, ასე საჯაროდ მოგმართავთ: თუ თქვენ გსურთ, რომ მე, ილია (ირაკლი) ჯინჯოლავას, ქრისტეს ერთ რიგით მღვდელს, მიწოდოთ აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის იარლიყი მომაწებოთ, როცა მე რაღაცას მწარედ ვწერ ამის საწინააღმდეგოს, ნუ გეწყინებათ, ნურც ჩემს ოჯახის წევრებს შეაწუხებთ ამის გამო, რომ თითქოს მე "რა დღეში ვარ"... ეს იარლიყი რომ მარტივი ასატანი არაა და პიროვნულ შეურაცხყოფაზე მეტია, ამას რომ აცნობიერებდეთ თქვენ, არ იქნებოდით იმ მხარეს, სადაც ხართ. დიახ, ეს მეც მეხება...

რადგან საჯაროდ ვწერ ამას, აქვე განვმარტავ: 12 წელი მაქვს ევროპაში გატარებული, მათგან მრავალი სიკეთე მიღებული სწავლა-განათლების კუთხით - ჯამში 7 უნივერსიტეტში ნასწავლი, არავის ჩემთვის არასდროს რაიმეს სანაცვლოდ არ გაუწევია ეს დახმარება, არამედ იმისთვის, რათა მომეხმარა ეს საკუთარი ხალხისათვის და რასაც შეძლებისდაგვარად ვახერხებ კიდეც დიდ ქალაქ კონსტანტინოპოლში/სტამბოლში და მთელს თურქეთში მრავალათასიანი ქართული თემისთვის. სამწუხაროდ, ეს პროცესი, დღევანდელ ხელისუფლებას მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და ნუ გავხდებით მტრის ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ერთმანეთი ასე მოვიძულოთ...

წერს მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა