logo
ENG



კობერიძე - ოცნების ფორმულა მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ოპონენტის დაპატიმრება აღმოჩნდა

18 თებ 202022:36
3 წუთის საკითხავი
clock 370

ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრის შესახებ მმართველი გუნდის შეთავაზებაზე პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებიც“ უარს აცხადებენ.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, არჩევნები არ არის ის საკითხი, რომელზეც პარტიებმა ერთ-ერთზე უნდა ისაუბრონ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დიალოგისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა ვერ შეძლო.

„ჩემთვის გაუგებარია კახა კალაძის დღევანდელი განცხადება. თუ ისინი აპირებენ, სათითაოდ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა პარტიასთან ან მათ ნაწილთან, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიქნებით ის ფრაქცია, რომელიც მარტო, ერთი - ერთზე, „ქართულ ოცნებასთან“ ღია ან დახურულ ფორმატში ისაუბრებს. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს საჭირო პოლიტიკური პლატფორმის შემოთავაზებას და ამაშიც კი, ჩვენი პარტნიორების, ევროკავშირის, საელჩოების ძალისხმევა დასჭირდა. არჩევნების თემა ეს არ არის ერთი-ერთზე სალაპარაკო თემა. მათ აქვთ ისეთი ფორმულები, რომლებითაც ამოცანები არ იხსნება, თავიანთი დაწერილია. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ნომერ პირველ ამოცანაა, როგორმე გამოვიდეს ამ ცუდი მდგომარეობიდან. თუმცა, მათი ფორმულა მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ოპონენტის დაპატიმრება აღმოჩნდა. ხუმრობით ვიტყვი, ერთი-ერთზე რომ დავუჯდებით, მერე სათითაოდ დაგვაპატიმრებენ და იტყვიან, არავინ აღარ არის მოწინააღმდეგეო“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ რომ მმართველი პარტია მზად არის, ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები გამართოს. 


close დახურვა