logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 ჩამოვაგდეთ

25 მარ 202411:57
3 წუთის საკითხავი
clock 266
2024/03/25/jde9wlhbw8m3d24.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის ფედერაციამ უკრაინას Shahed-ის ტიპის 9 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. მათგან 8 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. რუსული დრონები ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა