logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან ყველა ჩამოვაგდეთ

26 მარ 202414:30
3 წუთის საკითხავი
clock 254
2024/03/26/uuu2cdnfja1pcgc.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან ყველა ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით მტერმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმიდან და კურსკის რეგიონიდან გაუშვეს. ამასთან, რუსეთმა დონეცკის ოლქის მიმართულებით ორი საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12-ივე დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატები ნიკოლაევისა და ხარკივის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა